2016-07-31 16:53:18, 702 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ეწვევა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.
მათივე ცნობით, შეხვედრებზე განხილულ იქნება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ასევე პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოსტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან