23:58 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 11:59:58, 1266 ნახვა

სამართალი
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ერევანი - თბილისი - ბათუმის მატარებლის უფროსი, გერასიმ ავეტისიანი და ამავე მატარებლის გამცილებელი გეხამ კოსემიანი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ერევანი - თბილისი - ბათუმის მატარებლით, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად და მალულად შემოჰქონდათ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის რეალიზაციას ქალაქ ბათუმში სხვადასხვა მოქალაქეზე ახდენდნენ. საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი ასეთი რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა და ბრალდებულები, 1000 კოლოფი ,,ვინსტონი“- სა და ,,ქემელი“- ს  მარკის უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის დროს დააკავა“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მე - 2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics