|
2016-07-29 10:48:45, 1122 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიოში უმსხვილეს თავისუფალ სავაჭრო ზონას ეწვია
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონას ეწვია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იგი მსოფლიოში უმსხვილესია ასეთი პროფილის პროექტებს შორის და პირველი თავისუფალი სავაჭრო ზონაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მისი ფართობი 120 კვ. კმ-ს აღემატება. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დეტალურად გაეცნო ზონის მუშაობის სპეციფიკას და მისი ხელმძღვანელობისგან მიიღო ინფორმაცია აღნიშნული ტერიტორიის განვითარების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის გამოცდილების გაზიარების, საქართველოში უცხოური კაპიტალის მოზიდვისა და სხვადასხვა პროფილის საწარმოების გადმოტანის შესაძლებლობები. ჩინეთის (შანხაის) საპილოტე თავისუფალი სავაჭრო ზონა ოთხ სივრცეს აერთიანებს. ესენია: თავისუფალი სავაჭრო ზონა, ფინანსური ზონა, ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ზონა და უახლესი ტექნოლოგიების პარკი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა სხვადასხვა წამახალისებელ და საშეღავათო მექანიზმებს მოიცავს, მათ შორის საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით. შანხაის საპილოტე თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში განხორციელდა არაერთი ინსტიტუციური ინოვაცია და რეფორმა ინვესტიციების, საგარეო ვაჭრობის და ფინანსების კუთხით, ხოლო მათი წარმატებული რეალიზების შემდეგ იგი გავრცელდა ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიებზეც. ზონა წარმოადგენს ერთგვარ საექსპერიმენტო არეალს ახალი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების ეფექტიანობის გამოცდის მხრივ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)