12:47 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 10:43:21, 1166 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ლარი სტაბილურობისა და გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარი სტაბილურობისა და გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს.

ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისის მარიოტში“ განუცხადა, სადაც  ფინანსური განათლების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია „ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობისთვის" გაიხსნა.

„მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაშიც და მომავალშიც ლარი სტაბილურობისა და გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს“, - განაცხადა ხადურმა.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი პროგნოზს არ აკეთებს და მისი მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა.

„ლარის კურსთან დაკავშირებით ადრეც მომიხსენებია. ეროვნული ბანკი არ აკეთებს პროგნოზს. მას ამასთან დაკავშირებით მაჩვენებელი არ აქვს. ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, რასაც ვფიქრობ, რომ ბანკი ძალიან კარგად უმკლავდება“, - დასძინა გვენეტაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics