|
2016-07-27 10:11:03, 652 ნახვა
პოლიტიკა
ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავს
თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - "ამბასადორიალი 2016" მიმდინარეობს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დღეს ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. ამბასადორიალი სამუშო თემატური სესიებით გაგრძელდება, სადაც განხილული იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატიის საკითხები. ამბასადორიალის მონაწილეებთან თემატური სესიის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ამბასადორიალის მონაწილეები ეწვევიან საქართველოს ტექნოლოგიურ პარკს, სადაც გაიმართება ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე სამუშაო სესია. ელჩებისთვის გაიმართება პრეზენტაცია საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრების, ინოვაციებისა და სტარტაპების ეკოსისტემის შესახებ. ასევე, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად "ამბასადორიალი 2016"-ის ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები შეხვედრას გამართავენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. "ამბასადორიალი 2016" 26 ივლისს გაიხსნა და 29 ივლისამდე გასტანს. ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)