11:28 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 17:13:49, 1111 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის ტექნოპარკს ეწვია

ჩინეთში ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის მაღალი ტექნოლოგიების პარკს ეწვია. აღნიშნული პარკი 1992 წელს დაფუძნდა და ჩინეთის ერთ-ერთ პირველ ტექნოლოგიურ პარკად მიიჩნევა. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ პარკში  ტექნოლოგიური სიახლეები დაათვალიერა. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ინოვაციური განვითარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და შანხაის ტექნოპარკის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს  არის  120  კვადრატულ კილომეტრზე განთავსებული უდიდესი ტექნოპარკი, სადაც განვითარებულია პრაქტიკულად ყველა მიმართულება - ფინანსური ცენტრიდან დაწყებული ფარმაცევტიკით დასრულებული. ჩვენ ვეცნობით მათ საუკეთესო გამოცდილებას და ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics