|
2016-07-26 16:53:37, 669 ნახვა
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: ჟურნალისტების საშუალებით მედიაომი მიმდინარეობს
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე მაღალი თანამდებობის პირების მიერ შანტაჟთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს, უბრალოდ, პოლიტიკური მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას საყვარელიძემ აღნიშნა, ეს პროცესი არასერიოზულია. „ბოლოდროინდელი განცხადებები მედიაომია. თუ თანამდებობის პირებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, მათ სრული საშუალება ჰქონდათ, რომ პროკურატურაში ეჩივლათ. სამწუხაროა, რომ ამ გზას დაადგნენ. საკითხმა სამართლებრივი გზა უნდა გაიაროს და ამ გზით სიარულს უნდა შევეჩვიოთ. სასამართლოს გადასაწყვეტ საკითხს მედიის საშუალებით წყვეტენ. ეს საკმაოდ არადამაჯერებელია, რათა ეს ფაქტი ფაქტად მივიღო. მმაართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებებიც მედიაომია. სწორედ ეს მედიაომია ჩემთვის არასერიოზული, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ეს ადამიანები პოლიტიკურ მიზანს ისახავენ და ამისთვის ჟურნალისტებს იყენებენ. ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს გამოძიება და დამთავრდება ამით ყველაფერი, რათ უნდა ამას ბევრი შეფასება“, - აცხადებს საყვარელიძე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)