|
2016-07-25 18:05:05, 725 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური: პაპუაშვილი არის ჩამოყალიბებული „ნაციონალი“ და მათი ინტერესების გამტარებელი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, არის ჩამოყალიბებული „ნაციონალი“ და მათი ინტერესების გამტარებელი ამ მეტად საპატიო უწყებაში, - ამის შესახებ "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტ ყოფნა, სასამართლო ხელისუფლების რგოლის დისკრედიტაციაა. "დღევანდელი ხელისუფლების ადვოკატად ვერ გამოვდგები, თუმცა პაპუაშვილის პერსონის მიმართ დიდი წარმოდგენის არ ვარ. ის არის ჩამოყალიბებული „ნაციონალი“, მათი ინტერესების გამტარებელი ამ მეტად საპატიო უწყებაში და ფაქტობრივად ეს სასამართლო ხელისუფლების ამ რგოლის დისკრედიტაციაა. რაც შეეხება მასზე ზეწოლას, თუ ფაქტი დადასტურდა რა თქმა უნდა ეს დასაგმობია, თუმცა არამგონია "ოცნებას" რაიმე ისეთი ქმედება ჩაედინა, რომელიც უბრალოდ ახლოს მივიდოდა ამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩადენილ საქმეებთან", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა და გიორგი პაპუაშვილს მიმართა, „მისთვის სასურველ დროს“ უწყებაში გამოცხადდეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)