|
2016-07-25 17:26:32, 756 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური: პრეზიდენტი მე არ უნდა მეწუწუნებოდეს, ის ზომებს უნდა იღებდეს
პრეზიდენტი მე კი არ უნდა მეწუწუნებოდეს, ის ზომებს უნდა იღებდეს ყველა იმ თანამდებობის პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია მისი ოჯახის წევრის ზეწოლის ფაქტზე, - ამის შესახებ „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა. როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ის ნებისმიერი ზეწოლის ფაქტს გმობს, მაგრამ პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადება ლოგიკურად არ მიაჩნია. "მას გააჩნია უამრავი ბერკეტი და შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს. თუ პრეზიდენტი ვერ ახერხებს საკუთარი ოჯახის წევრების დაცვას ამხელა ბერკეტების პირობებში, როგორ მოახერხებს სხვის დაცვას", - განაცხადა მეჭიაურმა. მისივე განმარტებით, ამ ფაქტის გამოძიება უმოკლეს დროში უნდა ჩატარდეს. "დადასტურების შემთხვევაში, რა თქმა უნდა ამ პიროვნებების დასჯა უნდა მოხდეს. თუ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური განცხადება და მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ, პრეზიდენტის ასეთ ქმედებასაც უნდა მიეცეს შესაბამისი შეფასება", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის განცხადებით, მისი ოჯახის წევრის სახლში სამართალდამცველებმა ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩხრეკა ჩაატარეს, რაც ზეწოლის მცდელობაზე მიანიშნებდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)