18:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 14:31:38, 583 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: გიორგი პაპუაშვილმა კონკრეტული ფაქტები დამისახელა

გიორგი პაპუაშვილმა კონკრეტული ფაქტები დამისახელა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 „საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებზე პოლიტიკოსების გამოხმაურებები რბილად რომ ვთქვათ, იყო გაუგებარი. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუზე ზეწოლის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა მოყვეს პოლიტიკოსების შეშფოთება და ბუნებრივია, უნდა იყოს მცდელობა ამ საქმეში დეტალურად გარკვევის.  მე დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს კონკრეტული ფაქტები თავისთავად, გამომდინარე იქედან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ინსტიტუს, ისეთს, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო და ისეთ თანამდებობის პირებს, როგორიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომელთაც აქვთ უმაღლესი დაცვის ხარისხი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, თავისთავად ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი სახელმწიფოს დაცულობაზე, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა და გიორგი პაპუაშვილს მიმართა, „მისთვის სასურველ დროს“ უწყებაში გამოცხადდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics