18:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 14:14:19, 649 ნახვა

პოლიტიკა
ვარშალომიძემ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის შენობა დატოვა

აჭარის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა აუდიტის სახელმწიფო სამსახურში დასრულდა.

 ვარშალომიძემ შენობა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

„აუდიტის სამსხურს ანახეთ ყველა ის დოკუმენტი თუ როგორ განვახორციელებთ ამ პროექტს. აუდიტის სამსახურის მთავარი კითხვა იყო თუ საიდან დაფინანსდება ეს პროექტი. მე კიდევ ერთხელ გაგცემთ პასუხს, ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან, დაფინანსება მოხდება 2017 წლის პირველი იანვრიდან“ - განაცხადა ვარშალომიძემ.   

შეგახსენებთ, რომ უკვე რამოდენიმე დღეა აჭარაში მოქალაქეებთან ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინარეობს, რაც მომავალში სოციალური სახლების მშენებლობას ითვალისწინებს. აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში 4 წლის განმალობაში  ამ სახლების მშენებლობა იგეგმება. ამ პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარი დაიხარჯება და 40-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქმედება, შესაძლოა, საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს. 
არასამთავრობო ორგანიზაცია  საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს აღნიშნული ფაქტით დაინტერესდეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics