18:47 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 12:38:27, 733 ნახვა

პოლიტიკა
აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

 „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი აჭარაში, ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

იგი უწყებაში ადვოკატის გარეშე გამოცხადდა.

 „მიზეზი ყველამ კარგად იცის, ეს არის ჩვენი პროგრამა - სოციალური სახლი, რომელიც სამი კატეგორიას - ავარიული სახლების შეკეთებას, მეწყერსაშიში ზონიდან ხალხის ჩამოყვანასა და ოცნების ქალაქებში მყოფი მოსახლეობისთვის ბინების გადაცემაა. შევდივართ, გავესაუბრებით და გამოსვლისას გეტყვით პასუხს. გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მოვედი. მთავარი მოლოდინი არის ერთი, რომ ჩვენ ამ სახლებს მაინც ავაშენებთ“, - განაცხადა ვარშალომიძემ.

აუდიტის სამსხურთან მისულები არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ლევან ვარშალომიძის გამოკითხვას აპროტესტებენ. მათთვის გაუგებარია თუ რატომ ხდება არშალომიძის გამოკითხვა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამოდენიმე დღეა აჭარაში მოქალაქეებთან ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინარეობს, რაც მომავალში სოციალური სახლების მშენებლობას ითვალისწინებს. აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში 4 წლის განმალობაში  ამ სახლების მშენებლობა იგეგმება. ამ პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარი დაიხარჯება და 40-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქმედება, შესაძლოა, საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია  საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს აღნიშნული ფაქტით დაინტერესდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics