18:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-24 13:15:54, 1006 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ფოთის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ხახუბია წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა  დღეს,  ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიზნესმენი  ირაკლი ხახუბია წარუდგინა.

 „ირაკლი არის ახალგაზრდა, ენერგიული კაცი, რომელსაც ბიზნესში, კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვართ, რომ იგი იქნება ისეთივე წარმატებული საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკაში, როგორც ის იყო დღემდე კერძო სექტორში",-განაცხადა პრემიერმა.

 ირაკლი ხახუბიამ პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 „ვიცი ამ ქალაქის ტკივილი, ვიცი რა სჭირდება ფოთს და მზად ვარ, თავდაუზოგავად ვემსახურო, როგორც ჩემს ქალაქს, ასევე ჩემს სამშობლოს",-აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ  გამოსვლისას.

 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრები-რომან კაკულია, ეკა ბესელია და სოსო დანელია.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics