დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების 7 სოფლის წყალუზრუნველყოფის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ დახურული სარწყავი ქსელის მოწყობის პროექტი განახორციელა. 

" />
17:15 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-24 10:18:40, 656 ნახვა

საზოგადოება
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში დახურული სარწყავი ქსელი მოეწყო

დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების 7 სოფლის წყალუზრუნველყოფის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ დახურული სარწყავი ქსელის მოწყობის პროექტი განახორციელა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ღირებულებაა    350 000 ლარი.

უწყების ცნობით, 5 კილომეტრიანი მილსადენისა და კომპანიაში 2015 წელს გახსნილი მობილური მელიორაციის სამსახურის გადასატანი სატუმბი აგრეგატების მეშევობით შესაძლებელი გახდება 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა. 

წელს კომპანიის მობილური მელიორაციის პარკი გაფართოვდა, რაც სარწყავი წყლის მიწოდების დამატებით შესაძლებლობას იძლევა ისეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის, რომლის წყალუზრუნველყოფაც სტაციონარული სატუმბი ინფრასტრუქტურის მეშვეობით არ ხდება. 

კახეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე სამელიორაციო ინფრასტრუქტრის 27 სარეაბილტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 14 180 ჰექტრამდეა გაზრდილი.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics