|
2016-07-22 20:15:40, 667 ნახვა
საზოგადოება
სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში კიდევ 10 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე სამეგრელოს რეგიონში იმ დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ, რომლებსაც „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში სახლები და მიწის ნაკვეთები გადაეცათ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დაფინანსებით ,,სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში 61 დევნილი ოჯახისთვის სახლი შეიძინა. უწყების ცნობით, სოზარ სუბარი და ჯუანშერ ბურჭულაძე სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში აფხაზეთიდან დევნილ რევაზ ესართიას ოჯახს ესტუმრნენ. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით, რევაზ ესართიას 2-სართულიანი სახლი, 20 სკა ფუტკარი და 3,5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეუსყიდეს, სადაც ოჯახს მარცვლეული კულტურა მოჰყავს. როგორც თავად რევაზ ესართია ამბობს, მისი ოჯახი არა მარტო საკუთრების მფლობელი გახდა, არამედ შემოსავლის წყაროც გაიჩინა და სახელმწიფოს დახმარებაზე აღარ არის დამოკიდებული. დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში დევნილებისათვის კიდევ 100 000 ევროს ღირებულების სახლებს შეიძენს. აღნიშნული თანხით კიდევ 10 ოჯახი დაკმაყოფილდება, რომლებსაც სამინისტრო გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით, არაერთი პროექტი განახორციელა. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა წყალტუბოში (23 ბინა), ქუთაისში (65 ბინა), ფოთსა (112 ბინა) და ზუგდიდში (320 ბინა). საერთო ჯამში, გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, 592 დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. (NS)
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)