17:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 15:32:23, 1358 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის 4 კანდიდატი წარადგინა

„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებულმა  ოპოზიციამ“    სხვადასხვა საარჩევნო  ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი  წარადგინა.

პარტიის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირმა ცხორაგაული წარადგინა, აბაშა-მარტვილში - კონსტანტინე გამსახურდია, კასპში - ვაჟა ოთარაშვილი, ზუგდიდში კი, ოთარ ჭითანავა.

თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  წარდგენილი კანდიდატების  განათლებასა და გამოცდილებაზე ისაუბრა.

„ჩვენ წარმოგიდგინეთ ოთხი  კანდიდატი სხვადასხვა ოლქებში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი კანდიდატები არიან უპირველეს ყოვლისა ღირსეული და ზნეობრივი ხალხი. ისინი არიან მცოდნე და განათლებული, პროფესიონალები თავიანთ საქმეში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ იბრძოლონ. ვფიქრობ, თითოეული კანდიდატი არის ჩვენი ღირსეული წარმომადგენელი. ჩვენი კანდიდატები არ უღალატებენ სიმართლეს და სიკეთეს“,-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics