17:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 19:17:02, 691 ნახვა

პოლიტიკა
ჯეისონ ჩეფეტსი: როგორც "რესპუბლიკელების" ასევე "დემოკრატების" მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს

"როგორც "რესპუბლიკელების" ასევე "დემოკრატების" მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს" - ამის შესახებ აშშ-ის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმის კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეისონ ჩეფეტსიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის აქვს სურვილი საქართველოს დახმარება გაუწიოს და კიდევ ერთხელ ქვეყნის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. 

"ვიცით, რომ წინ მნიშვნელოვანი არჩევნებია. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს იყოს ღია და სამართლიანი არჩევნები, რომ მთელმა მსოფლიომ ირწმუნოს ამ არჩევნების შედეგები. მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ აშშ-ში არსებობს, როგორც "რესპუბლიკელების" მხრიდან ასევე "დემოკრატების" მხრიდან სრული მხარდაჭერა, როგორც კონგრესში ასევე ამერიკელ მოსახლეობაში. აშშ-ი მზად არის საქართველოს დახმარება გაუწიოს ყველა ასპექტში", - განაცხადა ჩეფეტსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics