2016-07-07 18:34:48, 797 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის აეროპორტში დუბაი-ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირველი რეისი განხორციელდა
ბათუმის საერთაშორიოსო აეროპორტში, ავიაკომპანიამ “Air Arabia” - დუბაი (შარჯა)-ბათუმი-დუბაის (შარჯა) მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა.
პირდაპირი ფრენები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და შაბათს A-320 ტიპის ავიახომალდით შესრულდება. არაბული ავიაკომპანია დუბაი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს ზაფხულის სეზონზე, 7 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ “Air Arabia” 2016 წლის ზაფხულის სეზონზე, დუბაი (შარჯა)-თბილისი-დუბაის (შარჯა) მიმართულებით, კვირაში ოთხჯერ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს დაფრინავს.
არაბული ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 2014 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან