05:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 17:30:06, 622 ნახვა

პოლიტიკა
მერკელი: აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს მიმართ ნდობა რუსეთის გამო დაკარგეს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს მიმართ ნდობა რუსეთის გამო დაკარგეს, - აღნიშნული განცხადება მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას გააკეთა. 

მერკელის თქმით, უკრაინაში კრიზისის დროს რუსეთმა საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპში ეჭვქვეშ დააყენა,როგორც სიტყვებით, ისე ქმედებებით. ამის გამო ყველაზე მეტად ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპელი წევრები შეწუხდნენ და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

როგორც კანცლერმა განმარტა, ვარშავის სამიტზე, რომელიც 8 ივლისს იხსნება 2014 წელს უელსში მიღებული გადაწყვტილებების ადაპტაცია მოხდება. მათ შეკავების და თავდაცვის გაძლიერებისათვის საჭრო ელემენტები დაემატება.

ცნობისვის, ვარშავაში ნატო-ს სამიტის სტუმრების დასახვედრად უკვე ემზადებიან. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მონაწილეთა შორის ნატო-ს 28 მოკავშირე არის, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად ალიანსის წევრი გახდება, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.

სულ სამიტს დაახლოებით 2 500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს.

წინასწარი ინფორმაციით, რიგით 28-ე სამიტის ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ნატო-ს აღმოსაველთ ფლანგზე სამხედროების რაოდენობის გაზრდას. კერძოდ, ალიანსი გეგმავს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში 4 ბატალიონის დისლოცირებას. ამ ნაბიჯით ნატო, რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე, აღმოსაველთ ევროპელ პარტნიორებს მხარდაჭერას გამოუცხადებს. კონკრეტული გეგმის შესახებ 9 ივლისს გახდება ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics