2016-07-07 14:55:25, 741 ნახვა
საზოგადოება
მიატოვიჩი: მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში კარგი ვითარებაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპაში ეუთო-ს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩს შეხვდა.
დუნია მიატოვიჩი თბილისში ეუთო-ს მიერ მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მე-13 მედია-კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
მხარეებმა ისაუბრეს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე, რუსულ პროპაგანდაზე და საქართველოს პარლამენტსა და მედიის თავისუფლების საკითხებში მომუშავე ეუთო-ს ოფისს შორის თანამშრომლობაზე.
როგორც მიატოვიჩმა აღნიშნა, მედია თავისუფლების კუთხით საქართველოში კარგი ვითარებაა და ამ მიმართულებით ქვეყანაში დადებითი ტენდენციებია.
მისი თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია გერემოს არსებობა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან