03:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 11:44:09, 617 ნახვა

პოლიტიკა
მამიკინსი: ევროპარლამენტმა საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს

ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს საქართველოში არჩევნების წინ ვითარების მონიტორინგი და გააგზავნოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იმის უზრუნველსაყოფად, რომ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები დაცული იყოს , - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრეას მამიკინსიმ განაცხადა.

როგორც მამიკინსმა აღნიშნა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ყოველთვის უსვამდა ხაზს კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას.

„ამ კონტექსტში კომიტეტი გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგს განსაკუთრებით ამ სფეროებში, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, რომელიც იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს არჩევნების წინ ვითარების მონიტორინგი და გააგზავნოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაცულია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები. ნებისმიერი ძალადობა არის და იქნება უმკაცრესად დაგმობილი", - განაცხადა ლატვიელმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ რომ დღეს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics