|
2016-07-05 12:05:45, 1041 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეჰშოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრანსუა პეჰშო უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის ივლისიდან შეუდგა. მან აზიმ სადიკოვი შეცვალა, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ წარმომადგენელს აზიმ სადიკოვს წლების განმავლობაში გაწეული მუშაობისათვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მჭიდრო, გამჭვირვალე და აქტიური თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობის შედეგად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ბევრი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეჰშომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ქვეყანაში ინსტიტუციების გამართულ მუშაობაში შეტანილი წვლილისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)