00:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 18:02:56, 615 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე: რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის სანქციების მოხსნას საქართველომ მხარი არ დაუჭირა

„ბატონი ლომბარდის წინადადება, რომელიც რუსეთის დელეგაციის წევრების ეუთო-ში  შემავლ ქვეყნებში თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობდა, საპარალამენტო ასამბლეამ მიიღო“,-ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ  თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მიღებული წინადადება ეუთო-ს პრინციპებიდან გამომდინარეობს და სავსებით მისაღებია, მითუმეტეს იმ შესწორებებით, რომელიც  დოკუმენტში შევიდა.

„უნდა გითხრათ, ბატონმა გიგი წერეთელმა დიდი როლი ითამაშა. აქტიურად მუშაობდა. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით სულ სხვა პრობლემებია. საქართველომ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა“,-განცხადა თედო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები მოქმედებდა, ეუთოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მიენიჭათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დღევანდელ სესიაზე მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics