|
2015-03-02 18:49:05, 1869 ნახვა
სამხედრო
გენერალურ შტაბს წვრთნებისა და სამხედრო განათლების ახალი სარდალი ჰყავს
გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირად შემადგენლობას წვრთნებისა და სამხედრო განათლების ახალი სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია წარუდგინა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პოლკოვნიკ შალვა ბაჯელიძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მან ახალ თანამდებობაზე პოლკოვნიკ ლევან ბერიას წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა. წვრთნებისა და სამხედრო განათლების ახალი სარდალი სპეციალური შერჩევის საბჭოს მიერ შეირჩა. პოლკოვნიკი ლევან ბერია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობს. 2012 წლის დეკემბრიდან ის ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადაში, გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ ოპერატიულ დაჯგუფებაში. 2008–2009 წლებში პოლკოვნიკმა ბერიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის მართვის აკადემიაში გენერალური და საადმირალო შტაბების სამსახურების სწავლების ინტერნაციონალური კურსი გაიარა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)