|
2016-06-30 17:51:03, 614 ნახვა
საზოგადოება
კახიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრს საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრს არპინე ოვანისიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში გატარებული რეფორმები გააცნო, მათ შორის ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით გადანაწილებაზე, პენიტენციური დაწესებულებების მართვის თანამდროვე მოდელების დანერგვასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე. საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით არსებულ პროგრამებს, ასევე, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების მნიშვნელობას. მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლების ურთიერთგაცვლისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელს არტურ ოსიკიანს შეხვდა, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროს რეფორმებს გაეცნო. სომხეთში პენიტენციური დაწესებულებების მართვაზე პასუხისმგებელი ორგანო პენიტენციური დეპარტამენტია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. პრობაციის სფერო კი, ალტერნატიული სასჯელების აღსრულების სამმართველოს სახით, პენიტენციური დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახლო მომავალში დაგეგმილია პრობაციის სისტემის ცალკე დეპარტამენტად შექმნა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სომხეთის მხარეს ამ პროცესში ქართული გამოცდილების გაზიარება შესთავაზა და მხარდაჭერა აღუთქვა. გარდა ამისა, მათი დაინტერსება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურამ და მუშაობამ გამოიწვია, ვინაიდან სომხეთში პენიტენციური ჯანდაცვის პერსონალი უშუალოდ პენიტენციურ დეპარტამენტს ექვემდებარება. სომხეთის მხარე ასევე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მუშაობის სპეციფიკით და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა. საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე შესწავლისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი თბილისში მოიწვია. კახა კახიშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღესვე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაშია პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)