03:25 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 12:23:11, 576 ნახვა

საზოგადოება
ზაზა გაბუნია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პროექტ „ჩემი ნაძალადევის“ ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის გამგებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერიის ინფორმაციით, ზაზა გაბუნია, ამჯერად, დაისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნულ ქუჩაზე კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია ივლისის ბოლომდე დასრულდება.

ზაზა გაბუნია  ლოტკინის მთის ქუჩებზეც იმყოფებოდა, სადაც ასევე მიმდინარეობს გზის კაპიტალური სამუშაოები.

„ქუჩაზე უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის დაგება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბორდიურები და  ტროტუარებიც. გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში უნდა დასრულდეს“, - აცხადებენ მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics