|
2016-06-29 12:52:00, 605 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ მაისაია: "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან საქართველოზე თავდასხმის ალბათობა გაიზარდა
ექსპერტის სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან საქართველოზე თავდასხმის ალბათობა გაიზარდა. როგორც მაიასაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „ისლამური სახელმწიფო“ ახალ ტაქტიკაზე გადავიდა და ის დარტყმებს ფაქტიურად, გეოეკონომიკურ ცენტრებზე ახორციელებს. მისივე განმარტებით, საქართველოც სატრანზიტო კომუნიკაციის გავლენის ერთ-ერთი ცენტრია და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის ალბათობა გაზრდილია. "ზოგადად, გაიზარდა ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის რისკიც იმიტომ, რომ ისლამური სახალიფო გადავიდა ახალ ტაქტიკაზე. ის, ფაქტიურად, ახორციელებს გეოეკონომიკურ ცენტრებზე დარტყმების მიყენებას. საუბარია სტამბულის აეროპორტზე, რომელიც არის საკვანძო არტერია დასავლეთ-აღმოსავლეთ სატრანზიტო კორიდორისა. აქამდე კი, დარტყმა აბრეშუმის გზის მთავარ არტერიასაც მიაყენეს. აქედან გამომდინარე, გასაგებია, საით უმიზნებს „ისლამური სახელმწიფო“. საქართველოც არის სატრანზიტო კომუნიკაციის გავლენის ცენტრი. შესაბამისად, ჩვენთან რისკის ვარაუდი კიდევ უფრო გაიზარდა. ისლამური სახელმწიფო გადავიდა უკვე გლობალური ტიპის ტერორზე. ორლანდოს ტერაქტიც ამისაკენ მიუთითებს", - აცხადებს მაისაია. როგორც "ექსპრენიუსს" ექსპერტმა განუცხადა, საქართველო უსაფრთხოების კუთხით საშუალოზე დაბალი ეფექტურობით მუშაობს. ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან შემუშავდეს კონკრეტული საფრთხეების მაკლსიფიცირებელი დოკუმენტი, რომელიც ტერორისტული საფრთხეების დონეებს განსაზღვრავს. "ჩვენმა ქვეყანამ ახალი სტრატეგიული კონცეფცია უნდა მიიღოს ტერორისტთან ბრძოლის საკითხებში. უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, გაიზარდოს ურთიერთანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და, რა თქმა უნდა, მიღებული იქნას კონკრეტული საფრთხეების მაკლასიფიცირებელი სპეციალური დოკუმენტი, რომლიც განსაზღვრავს ტერორისტული საფრთხეების დონეებს, რაც ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ არის მიღებული. ამ მიმართულებით, ჩვენი ქვეყანა საშუალოზე დაბალი ეფექტურობით მუშაობს", - აცხადებს მაისაია. შეგახსენებთ, გუშინ, სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს. მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)