2016-06-27 11:36:31, 725 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ იქნება
რამდენჯერ უნდა გითხრათ, არ ვიქნები სიაში, ხშირად რომ დამისვამთ ერთი და იმავე კითხვას, გგონიათ, სია შეიცვლება ამით?, - ასე უპასუხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას ეხებოდა.
ჯავახიშვილის თქმით, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, რადგან კონსულტაციებში არ მონაწილეობს.
„რამდენჯერ უნდა გითხრათ, არა ბატონო, არ ვიქნები სიაში. ხშირად რომ დამისვამთ ერთი და იმავე კითხვას. გგონიათ. სია შეიცვლება ამით? სია არსებობს ძალიან კარგი და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. თუმცა გიმეორებთ, რომ ჩემთან კონსულტაციებს სიების თაობაზე არავინ არ გადის, რადგან მე გაცილებით რთული საკითხები მაქვს”, - განაცხადა ჯავახშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან