|
2016-06-25 16:18:05, 724 ნახვა
საზოგადოება
"ვენდი" პროექტის "წიგნი ყველა სოფელს" ფარგლებში, წიგნების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
ამერიკული რესტორანი "ვენდი", პროექტის "წიგნი ყველა სოფელს" ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს. თბილისში, დოლიძის ქუჩის კუთხეში მდებარე „ვენდისთან“ სტუმრებს „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობისა და „პალიტრა L“-ის წიგნებზე 20-დან 60%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ, წიგნები მათთვის გააჩუქონ, ვისთვისაც ისინი ხელმიუწვდომელია, ინკოგნიტო ადრესატებისთვის წერილები დაურთონ და წიგნის მეგობრები გაიჩინონ. პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს. სპეციალური ყუთები "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ "სმარტის", ამერიკული რესტორნების ქსელ "ვენდის", და "დანქინ დონატსის" რესტორნებშია განთავსებული. "პროექტი "წიგნი ყველა სოფელს" უფრო მეტ ძალას იკრებს. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ჩვენი ობიექტების, "ვისოლის, "სმარტის" "დანკინის" სავაჭრო ქსელის მეშვეობით თუნდაც 1 წიგნი შემოწირა. ეს წიგნები, რომელიც დაგროვდა, უკვე 150-ზე მეტ ბიბლიოთეკას მივაწოდეთ. დოლიძის "ვენდის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაყიდვების ცერემონიალიც მიმდინარეობს. აქ შემოსული წიგნები აჭარის მაღალმთიან რაიონებში არსებულ ბიბლიოთეკებს გადაეცემა. მოვუწოდებ ყველა ბიზნესს და ადამიანს, რომ ამ პროექტში ჩაერთონ. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება ყველა სავაჭრო ობიექტში, რომელიც "ვისოლ ჯგუფს ეკუთვნის", - განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. "წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფოს, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია "სტუდენტური ერთიანობის" ინიციატივით ხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, "ვისოლ ჯგუფის", საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, "პალიტრა L"-ის, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით, სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც ერთად მონაწილეობს როგორც სამთავრობო სტრუქტურა ასე არასამტავრობო ორგანიზაციები, ასევე კერძო სექტორი და საპატრიარქოს ორგანიზაციებიც. ეს პროექტი განსაკუტრებულად მნიშვენლოვანია, რადგან რეგიონებისთვის ხორციელდება. 25 ატასი წიგნი რეგიონებში მდებარე ბიბლიოთეკებს დაურიგდა. წელს რეგიონული განვითარებისთის ძალიან ბევრი სიახლეა დაგეგმილი. დაგროვილი წიგნებით ჩავალთ რაიონებში და ლიტერატურულ საღამოებს მოვაწყობთ", - განაცხადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. სპეციალური ყუთები ასევე, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარშია განთავსებული. ღონისძიებას საზოგადოებისთვის საყვარელი ავტორებიც დაესწრნენ. წიგნების გამოფენა-გაყიდვის გარდა, "ვენდის" გოგონები სტუმრების განწყობაზე სახის მოხატვით, ბუშტების დარიგებით და სხვა სახალისო აქტივობებით ზრუნავენ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)