|
2016-06-25 11:31:28, 4139 ნახვა
კულტურა
დღეს თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
დღეს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. მომღერალთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „შვიდკცა“, პაატა ანდრიაძის ბენდი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი. კონცერტზე გაჟღერდება თამარ გვერდწითელის როგორც ყველასთვის ნაცნობი, ასევე ახალი სიმღერები. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება პატრიარქის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს მზრუნველობამოკლებული მოზარდების დახმარებას მას შემდეგ, რაც ისინი სრულწლოვანები გახდებიან. ღონისძიების ორგანიზატორია საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი და თამარ გვერდწითელის საერთაშორისო ფონდი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“. საღამოს რეჟისორი - ზაზა ორაშვილი; პროდიუსერი რეზი ახრახაძე.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)