|
2016-06-24 15:31:01, 775 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საარტილერიო ბრიგადის „დანა“ ბატალიონმა დღეს გამართული საბრძოლო სროლებით ორკვირიანი წვრთნები დაასრულა. დასკვნით საველე სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. „ჩვენ ვიმყოფებოდით ერთ-ერთ დასკვნით ეტაპზე, როდესაც უშუალოდ სროლები მიმდინარეობს. ამას წინ უძღვოდა ორკვირიანი საკმაოდ დაძაბული წვრთნები, რაც გულისხმობდა გადაადგილებას, განლაგებას, შეტევას, უშუალოდ თავდასხმის მოგერიებას და ასე შემდეგ. რაც შეეხება დღევანდელ სროლებს, შედეგებით კმაყოფილი ვარ. იყო როგორც ხაზოვანი, ასევე წერტილოვანი მიზნების დაზიანებები. მნიშვნელოვანია, რომ დროში ეტევიან, დაცულია ის აუცილებელი მოთხოვნები, რაც საჭიროა უსაფრთხოებისთვის. დამატებითი ამოცანის სახით მათ მიეცათ არაგეგმური მიზანი, რომელიც ასევე წარმატებით დააზიანეს, ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და, იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. გეგმურ საარტილერიო სწავლებაში 250-მდე სამხედრო მოსამსახურე „დანა“ ბატალიონის სამი ბატარეის შემადგენლობით მონაწილეობდა. დასკვნითი სწავლების მიმდინარეობას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და I საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი დაესწრნენ. მსგავსი ტიპის საარტილერიო სწავლებები მომავალშიც იგეგმება.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)