|
2015-03-01 11:08:07, 470 ნახვა
პოლიტიკა
ნატო–ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურაა წარდგენილი
ნატო–ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურაა წარდგენილი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ალექსანდრე მაისურაძემ სამინისტროში მუშაობა 1998 წელს დაიწყო და მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო უსაფრთხოების საკითხებთან და საქართველო-ნატოს ურთიერთობებთან. კერძოდ 2008-2012 წლებში იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე. 2005-2008 წლებში მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ შემდეგ დირექტორად. მანამდე 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის იანვრამდე იყო უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის, ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი. 2012 წლის თებერვლიდან დღემდე კი მუშაობს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. „ალექსანდრე მაისურაძე, როგორც ქართულ დიპლომატიაში, ასევე ექსპერტულ წრეებში ცნობილია, როგორც თავისი საქმის მაღალი პროფესიონალი და ჩვენ დარწმუნებული ვართ მისი მოღვაწეობა ალიანსში, როგორც საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის იქნება ძალზედ ნაყოფიერი. ალექსანდრე მაისურაძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს“, – განაცხადა კერესელიძემ.
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)