2016-06-22 13:09:28, 677 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: შავ ზღვაზე ნატოს გაძლიერება ამავე ტერიტორიაზე საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას ნიშნავს
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ორივე გადაწყვეტილება, რომელიც ვარშავის სამიტის ფარგლებში იქნება მიღებული, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კერძოდ, ხიდაშელის განმარტებით, ვარშავის სამიტზე ნატო ფართოვდება, რაც ნიშნავს, რომ ღია კარის პოლიტიკა ძალაშია. ამასთან, მისნიტრის თქმით, აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება და ამ ქვეყნებთან მიმართებაში განხორციელებული სამხედრო პოლიტიკა ნატოს პარტიონრებისთვის მნიშვნელოვანი „ფარი და დაცვაა“.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სეგმენტში ნატოს წევრი ის სახელმწიფოები, რომელებიც შავ ზღვაზე არიან. ვინაიდან შავ ზღვაზე ნატოს გაძლიერება, ნიშნავს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას შავ ზღვაზე“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან