|
2016-06-21 20:39:26, 815 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ვარშავაში ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე ბოლო დისკუსია გამართა
პოლონეთის დედაქალაქში ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარშავაში ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე ბოლო დისკუსია გამართა. თინათინ ხიდაშელი მარშალის ფონდში იმყოფებოდა. მან მაკედონიელ კოლეგასთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად ვარშავის სამიტის მოლოდინები განიხილა. „ძალიან მნიშვნელოვანია, გაფართოების თემებზე, "ღია კარის" პოლიტიკაზე, სამიტის რეალისტურ მოლოდინებზე სწორედ პოლონეთის დედაქალაქიდან ვესაუბროთ როგორც ჩვენს აუდიტორიას, ასევე ჩვენს პარტნიორებს. მაკედონიის თავდაცვის მინისტრთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გვქონდა საშუალება, ძალიან საინტერესო აუდიტორიასთან გვესაუბრა ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნებისთვის ამ ძალიან რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე. ეს არის, პრაქტიკულად, ბოლო ფორუმი სამიტამდე, რომელსაც GMF-მა უმასპინძლა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ასეთ ღონისძიებას თავისი წვლილი შეაქვს იმ პოზიტიური მოლოდინების პაკეტში, რომელსაც ჩვენ სამიტიდან ველოდებით“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. „ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, ჩემს ძვირფას მეგობართან - საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე მესაუბრა. მან საქართველოს მისწრაფებების შესახებ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა. მსგავსი დისკუსიები ალიანსის გაფართოებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ვარშავაში, სამიტამდე ორი კვირით ადრე. ღონისძიება მარშალის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების - მაკედონიისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, რაც ჩვენს ხალხს უფრო მეტ სტაბილურობასა და კეთილდღეობას მოუტანს. ჩვენი ქვეყნების მთავრობები ამ მნიშვნელოვან ალიანსში გასაწევრიანებლად გააგრძელებენ მუშაობას“ - აღნიშნა მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა ზორან იოლევსკიმ.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)