|
2016-06-21 19:34:50, 834 ნახვა
სამხედრო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლკოვნიკ მალხაზ მერლანის საჯარო ლექცია გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლკოვნიკ მალხაზ მერლანის საჯარო ლექცია გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველთა ჯგუფის მრჩეველმა უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია მალიში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შესახებ წაუკითხა. ლექციის დაწყებამდე ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ფარეშიშვილმა მიმართა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი ხუთი თვის განმავლობაში მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM Mali) საქართველოს სამხედრო წარმომადგენლად მუშაობდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დღევანდელ შეხვედრაზე მან ყურადღება აღნიშნულ მისიაში საქართველოს მონაწილეობისა და მიღებული გამოცდილების მნიშვნელობაზე გაამახვილა. სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწყების პრიორიტეტებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ ლექციებს დედაქალაქისა და რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგულარულად მართავენ.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)