|
2016-06-20 17:43:10, 700 ნახვა
საზოგადოება
გვარამია: ეს არის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა
„ყოველ საათში 2 წუთნახევრიანი ბლოკის გამოყოფა არის დაუშვებელი და ანგრევს ბადეს, ყველა არხისთვის, GDS-ით დაწყებული, „რუსთავი 2“-ით დასრულებული ამ აზრზეა“,-ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებული ცვლილელების კომენტირებისას განაცხადა. გვარამიას თქმით, ცვლილებების ნაწილი ფინანსურად ანგრევეს კერძო ტელეკომპანიებს. „ჩვენთვის ეს ცვლილებების მისაღებია ნაწილობრივ და არის ნაწილები, რომელიც მიუღებელია. მისაღებია, როდესაც მკაფიოდ ითქმება, რომ 50-ე დღეს იწყება ეს რეგულაცია, მართალია, დროის ჯამური ნაწილი არ იცვლება, მაგრამ როგორ გადავანაწილოთ ეს დრო, ამას გვასწავლის კანონმდებელი, რაც არის ჩვენ სარეკლამო დამოუკიდებლობაში ჩარევა და აღვრვს კონსტიტუციას. ყოველ საათში 2 წუთნახევრიანი ბლოკის გამოყოფა არის დაუშვებელი და ანგრევს ბადეს, ყველა არხისთვის, GDS-ით დაწყებული, „რუსთავი 2“-ით დასრულებული ამ აზრზეა. ეს კომერციულადაც წამგებიანია. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ იმგვარად ვანაწილებდით სარეკლამო დროს, რომ პრაიმ-ტაიმი ხელშეუხებელი ყოფილიყო უფასო სარეკლამო დროისგან და ინტერესი გასჩენოდათ პოლიტიკურ პარტიებს, რომ რაიმე ეყიდათ ყველაზე ყურებად დროს, ახლა ეს ინტერესიც უნდა დაიკარგოს. პოლიტიკური კამპანია რა ნაწილში უნდა იყოს საინტერესო კომერციული ტელევიზიებისთვის? ჩვენ ვართ კომერციული ტელევიზია, ამიტომ პოლიტიკური ინტერესი ერთია, მეორე ჩვენი პოლიტიკური ინტერესი. მესამე ინტერესიც არსებობს და ეს არის მაყურებლის ინტერესი“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)