18:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-18 15:08:09, 704 ნახვა

საზოგადოება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საკითხებზე რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობისა და მართვის საკითხებზე რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა.

კონფერენციაზე C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მართვისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე იმსჯელეს. მონაწილეებმა ქვეყანაში ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობისა და ვირუსის მკურნალობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს. შეხვედრაზე C ჰეპატიტის მკურნალობის ახალ მიდგომებზეც იმსჯელეს და ერთმანეთს დიაგნოსტიკური კვლევების გაუმჯობესებულ პრაქტიკაზე გაუზიარეს გამოცდილება.

რეგიონულ სიმპოზიუმს ამერიკისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პროვაიდერი კლინიკების, ასევე ECHO-სა და L.I.F.E.R.-ის პროექტების წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics