23:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-18 14:04:41, 660 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა.

ამომრჩეველთან შეხვედრა დღეს საგარეჯოს ცენტრში გაიმართა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ადგილობრივებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და პრობლემების მოაგვარებას დაპირდა.

„მთელს საქართველოში და საგარეჯოშიც, პრობლემა არის სამუშაო ადგილები. ამიტომ, დასაქმება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და პროგრამა მიმართული იქნება იმაზე, რომ ამოძრავდეს ეკონომიკა და დავასრულოთ ივანიშვილის უძრაობის ხანა. როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ავამუშავებთ ეკონომიკას, ხალხი დასაქმდება და ოჯახებს შემოსავალი გაუჩნდებათ. საგარეჯოში სერიოზული პრობლემაა წყალი და შიდა გზები. სწორედ ეს იქნება ჩვენი მთავარი სამუშაო ადგილზე, რომ რაც აწუხებს ადგილობრივ მცხოვრებლებს, ეს პრობლემები მოვაგვაროთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკეთსი ცხოვრება მოვიდეს საგარეჯოში და მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მაჟორიტარობის კანდიდატებს სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებშიც წარადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics