|
2016-06-18 13:41:55, 618 ნახვა
საზოგადოება
თბილისის პარკებსა და ბაღებში გამწვანების სამუშაოები სრულდება
თბილისში პარკებისა და ბაღების გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 9 აპრილის ბაღში, ვაკის პარკში, დედა ენის ბაღსა და ვერის ბაღში სხვადასხვა ჯიშის, 40 მარადმწვანე ხე ირგვება. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილთან, მერიისა და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. აქციის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფი“ 12 (სამმეტრიანი) ესპანურ სოჭს, 8 (ორმეტრიანი) ფორმირებულ ბზასა და 20 (ერთმეტრიანი) უთხოვარას ჯიშის ხეს რგავს. „თბილისის სკვერებსა და პარკებში სრულდება საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები. დღეს ვატარებთ მონიტორინგს, იმისათვის, რომ ვნახოთ, რა გაკეთდა. მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის ყველა ძირითადი სკვერი და პარკი განახლებული და გამწვანებულია. ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ მოწესრიგებული გარემო დასვენებისა და გართობისათვის“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. აღნიშნულ ტერიტორიებზე, პირველ ეტაპზე, დაირგო ხეები და დეკორატიული ბუჩქები, მოეწყო საყვავილე თარგები, ახალი სარწყავი სისტემა და მწვანე გაზონი, დაიწყო შადრევნების რეაბილიტაცია. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, "თბილსერვის ჯგუფი" "9 აპრილის სახელობის ბაღის", "დედა ენის ბაღის", "დიღმის ტყე-პარკის", "ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღის", "მზიურის პარკის", "რიყის პარკის", "თბილისის ზღვის პარკის", "ვაკის პარკის", "ვერის ბაღისა" და "ვეტერანთა ბაღის" მოვლა-პატრონობას 2016 წლის მაისიდან ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)