18:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 14:41:18, 698 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ENPARD-ის მხარდაჭერით მეკარტოფილეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის ( ENPARD) ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციებმა „მერსი ქორფსი “ და „ოქსფამ-დიდი ბრიტანეთი“  მეკარტოფილეობის  კოოპერატივების  პირველი ფორუმი გამართეს.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამინისტროს ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, ასოციაცია ახალქალაქის კარტოფილის, კოპპერატივების, კერძო სექტორის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე, სფეროს ექსპერტები.

ცნობისთვის, აღნიშნული ფორუმი არის საკოორდინაციო პლატფორმა, სადაც მეკარტოფილეობის კოოპერატივებს და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივად განიხილონ დარგში არსებული სირთულეები, გამოწვევები და დასახონ პრობლემების გადაჭრის გზები. ფორუმი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას მეკარტოფილეობის კოოპერატივებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

ფორუმის მონაწილეები სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პროგრამებსა ფდა ინიციატივებს გაეცნენ, ასევე  მიიღეს ინფორმაციას არსებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ.

ფორუმი ოფიციალურად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი მიშელაძემ გახსნა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics