2016-06-16 21:55:49, 666 ნახვა
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა
ინგლისის პარლამენტის წევრი, დეპუტატი ჯო კოკსი, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
შემთხვევა ჩრდილოეთ ინგლისში კოკსის საარჩევნო ოლქში მოხდა. 41 წლის ქალბატონის მისამართით სამჯერ გაისროლეს და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
ამ დროისთვის დაკავებულია 52 წლის მამაკაცი. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თავდასხმის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თვითმხილველების განცხადებით, პოლიტიკოსზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც კოქსი ორი მოქალაქის კამათში ჩაერთო.
ცნობისთვის, ჯო კოკსი პარლამენტის წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“ იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან