|
2016-06-13 11:44:00, 1029 ნახვა
სამართალი
იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს კითხვებით უკვე მეოთხედ მიმართავს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს კითხვებით, უკვე მეოთხედ მიმართავს. თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ მისი კითხვები ამჯერად მაინც უპასუხოდ არ დარჩება: "მინდა კიდევ დავსვა კითხვები საკონსტიუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. ვსვამ პროცედურულ კითხვებს. მოვითხოვ პასუხებს და ამ პასუხებმა უნდა აჩვენოს საზოგადოებას არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო, მისი თავმჯდომარე და პირველი კოლეგია პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტი, არის თუ არა ეს ინსტიტუტი ამის გამო "ნაციონალური მოძრაობის" სამსახურში. დავსვი კითხვები და კვლავ ვიმეორებ. რატომ ირღვევა რიგითობის პრინციპი? ჩემი აზრით, ეს პრინციპი ირღვევა, რადგან თუ ავიღებთ, მაგალითად, "რუსთავი 2"-ის 7 საკონსტიტუციო სარჩელს, შვიდივე განიხილა პირველმა კოლეგიამ და არ არის პასუხი იმაზე, რატომ უნდა განეხილა პირველ კოლეგიას. რიგითობა ირღვევა, ეს ნიშნავს იმას, რომ ალბათ, პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ასეთი მიკუთვნების დროს საქმის ობიექტურად გადაწყვეტას და პრობლემა შეიძლება ჰქონდეს მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულობის მხრივ მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე, კითხვები მაქვს ვადებთან დაკავშირებით, როდესაც რიგითი მოქალაქეები ჩივიან 2013-2014-2015 წლიდან, ელოდებიან ან პასუხს მიიღება თუ არა მათი სარჩელი განსახილველად. ეს ხდება მაშინ, როდესაც "რუსთავი 2"-ის დავებს, მაგალითად, 6-7 დღეში იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, იგივე პირველი კოლეგია და რამდენიმე დღეში აჩერებს ხოლმე ამა თუ იმ ნორმას. ასევე, მაქვს კითხვები არსებით განხილვასთან, როდესაც მაგალითად, ავტორი არის ამა თუ იმ საქმის ბატონი უგულავა, მაშინ ხდება მისი არსებითად განხილვა მაქსიმუმ 3-4 თვეში. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც 1 დღეში გადაწყვიტა ე.წ. კაბელების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ მის წინაშე დაყენებული საკითხი. ძალიან კარგია სწრაფი მართლმსაჯულება, როდესაც პატიმრები არიან სახეზე, მაგრამ როდესაც პატიმრები არიან სახეზე და ავტორი არ არის პოლიტიკური პარტია ასევე მაქვს კითხვა, რატომ იჩაგრებიან სხვები. კითხვები მაქვს პოლიტიკასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკას ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლო, როცა საკმარისია საქმის ავტორი იყოს "ნაციონალური მოძრაობა", ან პოლიტიკურად სენსიტიური საქმე იყოს, ან "რუსთავი 2" იყოს, პირველი კოლეგია. რატომ იხილავს საქმეს მუდმივად, ეს ის ხალხია, რომლებიც არიან ბატონი გვარამიას პოლიტიკური ოჯახის წევრები”, - განაცხადა წულუკიანმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)