16:23 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 17:00:32, 823 ნახვა

სამხედრო
EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს მორიგი სწავლება უტარდებათ

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სატრასტო ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში მორიგი სწავლება მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი, რომელსაც ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ატარებენ, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალების განადგურების მეთოდების დაუფლებას ისახავს მიზნად და მასში EOD ასეულის 10 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. 

დღეს საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. სამკვირიანი სწავლებიდან პირველი კვირა თეორიულ სწავლებას დაეთმო, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი ტრენინგში ჩართული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრაქტიკული მეცადინეობებია გათვალისწინებული. პრაქტიკული სწავლების ნაწილი ინსტრუქტორების მხრიდან მითითებების მიღებას, შემდეგ კი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას გულისხმობს.

სწავლება 30 მაისს დაიწყო და 17 ივნისს დასრულდება. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საქართველოში ტრენინგს პირველად ატარებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics