2016-06-09 17:36:10, 556 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20 ივნისს, ევროკავშირის მინისტერიალზე დააყენებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს 20 ივნისს განიხილავს.
აღნიშნულის შესახებ ესტონეთის მთავარმა დიპლომატმა ტალინში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინთან შეხვედრისას განაცხადა.
“თუ ევროკავშირი უკრაინას და საქართველოს უვიზო რეჟიმს დაპირდა და ამისათვის საჭირო ყველა ტექნიკური პირობა დაკმაყოფილებულია, უვიზო რეჟიმი ამ ორი ქვეყნისთვის რაც შეიძლება მალე უნდა ამოქმედდეს. ეს არის ჩვენი პოზიცია და მე ამ საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე დავაყენებ”, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან