2016-06-09 13:44:24, 657 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილსა და დიმიტრო მოსულიშვილს შორის დაპირსპირება მოხდა
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილსა და მერიის არქიტექტურის სამსახურის უფრო დიმიტრი მოსულიშვილს შორის სიტყვიერი დაპირსპირება მოხდა.
არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ელისაშვილმა სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას სასამართლოში შეხვდება.
„ელისაშვილმა წარმოადგინოს სამსახურის სისტემაში კორუფციის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ან უარყოს ცრუ ბრალდება და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს მსგავს უაპელაციო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს.
შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება მერიის თანამშრომელთა დისკრედიტაციას”, - აღნიშნა დიმიტრი მოსულიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან