2016-06-08 13:35:53, 484 ნახვა
პოლიტიკა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაუყოვნებლივ მინიჭებას ითხოვს
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩიუსის განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, - ამის შესახებ მინისტრი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ლინკევიჩიუსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაუყოვნებლივ მინიჭებას ითხოვს და საკითხის გადადებას ეწინააღმდეგება.
ცნობისათვის, დღეს ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, მათ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
"როიტერის" ცნობით, ევროპაში არალეგალური მიგრაციის ზრდის ფონზე, სავიზო რეჟიმის გაუქმების გადადება საქართველოსთან ერთად, ასევე ემუქრება თურქეთს, უკრაინასა და კოსოვოს.
აღსანიშნვია, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას გერმანია ეწინააღმდეგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან