|
2016-06-07 18:30:13, 766 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, არ არსებობს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს, მიაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული პოლიტიკოსი ვერ იქნება. ამის შესახებ მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა: "მე ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ მოღვწეობაზე მაღალი აზრის არასდროს ვყოფილვარ. მას ნებისმიერ დროს შეუძლია პოლიტიკაში დაბრუნდეს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკური ფიგურა არ არსებობს", - განაცხადა "ექსპრენიუსთან" საუბრისას გია ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვერაზე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, „ღარიბაშვილის ფასი შეუფასებელია“. „მას ძალიან დიდი რესურსი აქვს და ნებისმიერ დროს კარებს შეაღებს, მაშინ როცა მოუნდება. ეს არის ბედნიერება, როდესაც ასეთი წარსული გვაქვს. რა თქმა უნდა ღარიბაშვილის ფასი შეუფასებელია და ძალიან კარგია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)