|
2016-06-07 16:50:08, 1707 ნახვა
პოლიტიკა
ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნამუშევრები "სოტბის" აუქციონზე რუსულ სექციაში გაიყიდა
ქართველი მხატვრების - ნიკო ფიროსმანისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები ლონდონის "სოტბის" სააუქციონო სახლი რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში გაიყიდა. ორივე მხატვარს ფრჩხილებში მითითებული ჰქონდა - ქართველი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად "სოტბის" აუქციონის სახლი ავრცელებს. "სოტბის" სააუქციონო სახლის ვებგვერდის ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის ფიროსმანის პორტრეტის - "ჩვენი ნიკო" საწყისი ფასი 4 ათასი ფუნტი იყო, ხოლო ფიროსმანის "შველი წყლის პირას" საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტიდან იწყებოდა. აღშანიშნვია, რომ 2015 წლის ივნისში, ლონდონში, "კრისტის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა" ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული. ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 486 100 დოლარად შეიძინა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)