|
2016-06-07 14:38:34, 770 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს მოუწოდებს, არ იცრუოს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივაშვილი განმარტავს, თუ რატომ ახსენებს ხშირად "ნაციონალურ მოძრაობას". ივანიშვილის თქმით,ზოგადად, "ანალიზის გასაკეთებლად არსებული პერიოდი წინას უნდა შეადარო". ამასთან, ივანიშვილის შეფასებით, დიდი ალბათობით, "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებზე ბარიერის გადალახვა გაუჭირდება: "ნაციონალური მოძრაობის" ხშირად ხსენება ნორმალურია. მათი ხსენება მხოლოდ იმ ნიშნით მიწევს, რომ მათ ვედრებით ჩვენ. წინა პერიოდს უნდა შეადარო. სააკაშვილს წინა პერიოდთან შედარებაც კი უჭირდა და მე-11, მე-12 საუკუნეებს ადარებდა. ასეთი დარაზმული ოპოზიცია ამდენი საშუალებებით ჩვენ არ გვყავს. მათ მიიტაცეს მმართველობის დროს დიდი ქონება, დააფუძნეს მედიასაშუალებები და მართავენ მათ. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ თავი, რომ ძირითადი ოპონენტები არიან, მე არ ვიზიარებ ამას. "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს, ძირითადი ოპოზიციური ძალა იყოს. ამის საშუალება რამდენიმე სხვა პარტიას ექნება და აქვს დღესაც. ეს ყუთებთან უნდა გაირკვეს.მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნებათ.თუმცა, გადალახონ და ღმერთმა მოახმაროთ, არც მაგის არავის ეშინია, ასეთი აგრესიული ოპონირებაც ყივრილიც არაა ცუდი საზოგადოების განვითათრებისთვის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. პაატა ბურჭულაძის პარტიასთან დაკავშირებით ივანიშვილი ამ ეტაპზე არ საუბრობს. ყოფილი პრემიერი ბურჭულაძეს მხოლოდ მოუწოდებს, რომ არ იცრუოს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)