|
2016-06-07 13:44:14, 626 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: "რუსთავი 2"-ში არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე მენეჯმენტის შეცვლა არასასურველია, რადგან ამას ევროპასა და ამერიკაში ვერ გაიგებენ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, პოლიტიკურად არასასურველია, რომ არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე, "რუსთავი2"-ში მენეჯმენტი შეიცვალოს. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე "რუსთავი2"-ის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. კვესიტაძის კითხვა "რუსთავი2"-ის სასამართლო პროცესებსა და იქ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. კვესიტაძე დაინტერესდა, როგორ ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, პროცესი არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ უნდა დამთავრდეს, ასევე უნდა შეხვდეს თუ არა ტელეკომპანია არჩევნებს იმ ფორმით, როგორითაც დღეს მაუწყებლობს. ივანიშვილის თქმით, "რუსთავი2"-ში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მენეჯმენტის შეცვლას, ევროპაში და ამერიკაში სწორად ვერ გაიგებენ: "ის, რომ არჩევნების დაწყებამდე დარჩენილია 3-4 თვე და შეიძლება შეიცვალოს ტელევიზიის მენეჯმენტი, დაწყებული გვარამიადან და მის ქვემოთ, არაა სასურველი, რადგან ამას პირველ რიგში ევროპასა და ამერიკაში ვერავინ სწორად ვერ გაიგებს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. "რუსთავი2"-ის პროცესი სააპელაციო სასამართლოში ამწუთებშიც მიმდიანრეობს. ტელეკომპანიის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც ტელეკომპანიის წილის 100% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)